თეთრი კარკასი
  • მთავარი
  • კომპანია
  • პროექტები
    • ნუცუბიძე – დასრულებული
    • კალოუბანი – მიმდინარე
  • გალერეა
  • კონტაქტი
  • geქართული
    • enEnglish
    • ruРусский

ნუცუბიძის ქუჩა №139

  • ნუცუბიძის ქუჩა №139
  • Project complited: 2018/September
  • Category: Flat in artists district

იგრძენი ხარისხი და კომფორტი შენს ახალ ბინაში

ხარისხი მოზაიკ დეველოპმენტის პრიორიტეტია.

თანამედროვე არქიტექტურული შენობა. საუკეთესო ტიპის გეგმარება.

ყველა ბინა აივნით. მზიანი და ნათელი ბინები.

მშენებლობა ხორციელდება ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური და უმაღლესი ხარისხის მასალებით.

ღია  და დახურული  ავტოსადგომები.

გამწვანებული და კეთილმოწყობილი შიდა ეზო დასასვენებელი და საბავშვო გასართობი ზონებით.

მოსახერხებელი ადგილმდებარეობა. ფეხით მხოლოდ 5 წუთის სავალზეა მეტრო-სადგური ვაჟა-ფშაველა. კორპუსის მიმდებარედ მდებარეობს საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სუპერ მარკეტები, გამანჯასაღებელი და ფიტნეს ცენტრები.

გთავაზობთ ბინებს 45კვ.მ-250კვ.მ-მდე.

მშენებლობის დასრულების თარიღია

2018 წლის ნოემბერი

jgj
121

აირჩიე ბინა

  • All Projects

ბინა 1

+

ბინა 2

+

ბინა 3

+

ბინა 4

+

ბინა 5

+

ბინა 6

+
  • შენობების ტექნიკური აღწერა და მახასიათებლები
  • ბინების ტექნიკური აღწერა და მახასიათებლები

შენობების ტექნიკური აღწერა და მახასიათებლები

კონსტრუქცია

საცხოვრებელი შენობის მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასი(არმატურა „ჯეო სთილი“-ს წარმოების) სიხისტის დიაფრაგმებით ორი მიმართულებით, შენობა დაფუძნებულია ძირითად ქანებზე (კლდეზე) რკინა-ბეტონის წერტილოვანი საძირკვლებით, სართულშუა გადახურვა წარმოადგენს მონოლითურ რკინა-ბეტონის ფილას, სახურავი ბრტყელია, დათბუნებული პენოპოლისტიროლით. შენობას აქვს ღია და დახურული ავტოსადგომები.

ფასადი და გარე კედლები

შენობის ფასადი დამუშავებულია წყლის საფუძველზე დამზადებული საღებავებით და სხვადასხვა  მოსაპირკეთებელი დეკორატიული მასალებით.  შენობის გარე კედლები ნაშენებია ბედეგის  ბლოკით და დამუშავებულია ჰიდრო და თბოიზოლაციით.

სადარბაზო და აივანი

იატაკი მოპირკეთებულია გრანიტის კერამიკული  ფილებით. კედლები და ჭერი გალესილია დეკორატიული ფითხით, დამუშავებულია წყლის საფუძველზე დამზადებული საღებავით. სადარბაზოს გააჩნია შესასვლელი ალუმინის  კარი. დამონტაჟებულია სამგზავრო 800 კგ. ლიფტი.

წყალმომარაგება

საცხოვრებელი კორპუსის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს ქალაქის წყალმომარაგება.

ელექტრომომარაგება

საცხოვრებელი კორპუსის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს თელასი.

ავტოსადგომი

საცხოვრებელ კორპუსს გააჩნია  დახურული და ღია ავტოსადგომი.

დამიწების სისტემა

შენობის დამიწება ხდება საერთაშორისო სტანდარტების შსაბამისად.

ბუნებრივი აირი

საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს ყაზტრანსგაზი.

ბინების ტექნიკური აღწერა და მახასიათებლები

კედლები – ბინებს შორის გამყოფი და ფასადის კედლები 20 სმ-ია, ხოლო შიდა ტიხრები 10სმ-ია. გარე ფასადის კედელი და სადარბაზოს კედელი თერმოიზოლირებულია 3 სმ-იანი პენოპოლისტიროლის ფილებით და ნაშენებია ბედეგის წარმოების ბლოკით. შიდა ტიხრები შელესილია გაჯით.
იატაკი – მოწყობილია თერმო და ხმის იზოლაციის 5 სმ-იანი ფენით და მოჭიმულია 5 სმ-იანი ქვიშა-ცემენტის ხსნარით.
ჭერი – ბინის ჭერის სიმაღლე 300 სმ-ია.
კარ–ფანჯარა – ალუმინის იზოპროფილის კარ-ფანჯარა. რკინის შემოსასვლელი კარები შესაბამისი საკეტით.
აივანი – იატაკი მოპირკეთებულია კერამოგრანიტის ფილებით. აივანი შემოსაზღვრულია რკინის და მინის მოაჯირით,ასევე ბლოკით
სველი წერტილი -ჰაერის გაწოვა ვენტილაციის სისტემით ხდება. დამონტაჟებულია ცენტრალური წყლის და კანალიზაციის დგარები.
გათბობა/გაგრილება – ინდივიდუალურად
ბუნებრივი აირი – ბინაში შეყვანილია ბუნებრივი აირის მილები ორ წერტილში, ცენტრალური მილი აივანზე და სამზარეულოში.
ტექნიკური ინფორმაცია – ბინაში შეყვანილის 10 კვ.მმ-იანი კვეთის ელ. სადენი და დამონტაჟებულია ავტომატური ამომრთველი.
© LTD "Mosaic Development". All Rights Reserved
Mosaic.ge
Developed By SOFTBERRY
Don’t Hesitate To Ask

Request A Quote